რუსული პროპაგანდა - ვოლსკი "ხალხის ძალის" ბრალდებას იზიარებს

27.12.23 13:37
რუსული პროპაგანდა - ვოლსკი "ხალხის ძალის" ბრალდებას იზიარებს

"ხალხის ძალის" განცხადებას, რომელმაც ენმ აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანასაულა, "ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს. გიორგი ვოლკსი ამტკიცებს, რომ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც წინა ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას აღიარებს. მისი თქმით, "ნაცონალური მოძრაობა" ახლა თავდაცვის მიზნით თავდასხსმაზეა გადასული. 

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში არ ყოფილა წინასწარი განხილვა იმ თემის თუ ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო ეს ომი. ერთადერთი, რაც ვიცით, დოკუმენტი არსებობს, რომელსაც ნაცმოძრაობა ხელს აწერს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და შემდგომ ჰააგაში ჩვენ დავადასტურეთ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ამაში არანაირი ბრალი არ მიუძღვით. ამას დაუძახო ახლა რუსეთის ინტერესები, იმ ადამიანებმა მითუმეტეს, ვინც თავიდან ბოლომდე რუსეთის ინტერესებს საქციელით, განცხადებებით და ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერით უპასუხა, „გაუპრავა“ , უკაცრავად ჟარგონისთვის, არის ერთადერთი თავდაცვის საშუალება, რომელსაც შეტევა ჰქვია, - ამბობს ვოლსკი.