"უთავმოყვარეოებო, მონებო..." - ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება

27.12.23 13:42
"უთავმოყვარეოებო, მონებო..." - ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება

ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - კონფლიქტი სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძის მისვლას მოჰყვა, რომელთანაც ოპოზიციას კითხვები გააჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების კრიტიკული შეკითხვებისგან მერის დაცვას საკრებულოს თავმჯდომარე ცდილობდა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს "უთავმოყვარეოები და მონები" უწოდა. 

პოლიტიკოსებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ახლა დარბაზში სრული ჰარმონია სუფევს, რადგან თალაკვაძეს მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები უსმენენ, რომელთაც არანაირი კრიტიკული კითხვა არ გააჩნიათ.