აფხაზეთში გავითარებულ მოვლენებს ოპოზიცია სათავისოდ იყენებს - ვოლსკი
ვაკვირდებით მოვლენებს და განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი აფხაზეთში გავითარებულ მოვლენებს.
ამასთან, სახელისუფლები გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სოხუმში დაძაბულ ვითარებას ქართული ოპოზიცია სათავისოდ იყენებს.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რატიფიცირება იმ შეთანხმებისა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებას ჰქონდა ოკუპანტ ძალასთან, არის ძალიან სერიოზული განხილვის საგანი თავად აფხაზეთის საზოგადოებაში და ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და დაპირისპირების წინაპირობა იქნება ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და უახლოეს პერიოდში იქნება ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
ასე რომ, ოპოზიციას თავისთვის უნდა გამოიყენოს გარკვეული გართულება ვითარების, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაული მიუძღვით აი, ამ ვითარების შექმნაში, - ამბობს ვოლსკი.
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი 26-მა დაუჭირა.
ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.