რეგიონული ტურნე გრძელდება - ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები მოსახლეობას ხვდებიან

27.12.23 13:59
რეგიონული ტურნე გრძელდება - ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები მოსახლეობას ხვდებიან

რეგიონული ტურნე გრძელდება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები მოსახლეობას ხვდებიან. 

ამჯერად ისინი შეხვედრებს შიდა ქართლსა და კასპში მართავენ, სადაც სამომავლო გეგმებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრობენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად ძალის მაქსიმალური კონსოლიდაციაა საჭირო.

რეგიონებში ტურნეს ვაგრძელებთ - საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანებაა. ამისთვის მნიშვნელოვანია ძალების მაქსიმალურად კონსოლიდაცია, არჩევნებში გამარჯვება, რაც მოიტანს სწრაფ რეფორმებს და სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობისკენ სვლა.” - განაცხადა ვაშაძემ.