ახალი ბიუჯეტით ავთანდილ თალაკვაძეს ხელფასი 6 000-ლარამდე ეზრდება
ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად ოზურგეთის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს - ცნობილია, რომ ბიუჯეტის მიხედვით, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ყოველთვიური ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.
უფრო კონკრეტულად, ავთანდილ თალაკვაძეს ხელფასი 6 000-ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტს არამიზნობრივს უწოდებს ოპოზიცია და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ოზურგეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, მაღალჩინოსნები ხელფასების მატებისთვის არ უნდა იცლიდნენ.