"ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია" - მანჯგალაძე ბიჭვინთის აგარაკებზე

27.12.23 14:10
"ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია" - მანჯგალაძე ბიჭვინთის აგარაკებზე

ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აფხაზეთში გავიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით"ქართული ოცნების" დუმილს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების წაყრუება აგრესორს კიდევ უფრო ახალისებს, რომ საქართელოს ახალ-ახალი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინოს.

ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არის სირაქლემას პოზაში დგომა, რომ ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და არანაირი რეაქცია არ აქვთ. არავინ არ ამბობს, აქ დაძაბულობას და რაღაცას, მაგრამ ის, რომ საერთაშორისო პლატფორმები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ანექსიის პროცესის პოლიტიკური ფასი მაინც გადავახდევინოთ რუსეთს, ეს მაინც გასაკეთებელია. ეს წაყრუება "ქართული ოცნების" ხელისუფლების ახალისებს აგრესორს, რომ ახალ-ახალი ტერიტორიების ანექსია განახორციელოს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.

ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.