სად გაქრა ვაქცინები - ელისაშვილი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს

22.06.21 15:08
სად გაქრა ვაქცინები - ელისაშვილი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს

"რატომ არ უთხრეს ვაქცინაზე ჩაწერილ ადამიანებს, რომ კუთვნილ ვაქცინას ვერ მიიღებდნენ?" - ეს შეკითხვა პარლამენტში "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, დასვა. ელისაშვილმა ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა, რადგან აცრაზე ჩაწერილი ადამიანები წინასწარ არ გააფრთხილეს. 

ვაქცინაზე ჩაწერილი ასაკოვანი ადამიანები გუშინ, თაკარა მზეში, რამდენიმე საავადმყოფოში რესპუბლიკურში, ინფექციურშიც მივიდნენ, ელოდნენ ვაქცინას, იქ მხრები აიჩეჩეს და წაბრძანდით სახლშიო, წინასწარ მაინც დაერეკათ ამ ხალხისთვის, სადღაც  ქალაქის ერთი ბოლოდან არ მოსულიყვნენ მეორეში, არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს საერთოდ, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი მოხდა, რომ 80 წლის ხალხი მივიდა, ზოგ შემთხვევაში მივიდა წვალებით, იდგა საათობით რიგში და და უთხრეს ბოდიში, რაღაცა გაუგებრობაა. ასეთ ქვეყანაში როდემდე უნდა ვიცხოვროთ, როცა არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს?! - თქვა ელისაშვილმა.