ანექსიის პირველი ნიშნები - დავითაია ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია დაიწყო - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაია "ტვ პირველთან" საუბრობს.
პოლიტიკოსი მარიონეტული რეჟიმის მიერ აგარაკების პუტინისთვის გადაცემის შემდეგ საქართველოს ხელსიუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს რეაგირება ქართული სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ, რომ ეს არის ანექსიის პირველი ნიშნები. უნდა მოხდეს სამართლებრივი შეფასება და გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა გადაფორმება ამ ფაქტის ძებნილ ადამიანზე. მეორე საკითხი ეს არის, რომ ჩენმა ხელისუფლებამ უნდა ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში, რომ ძებნილი ჰააგის მიერ სუბიექტი ითვისებს საქართველოს კუთვნილ ქონებას. მესამე - საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუ ეს ღონისძიებები გატარებული არ იქნება, ეს იქნება წინაპირობები ანექსიისა და შემდგომი ნაბიჯების სხვა ქონებების გადაფორმებასთან დაკავშირებით, - ამბობს პაატა დავითაია.
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი 26-მა დაუჭირა.
ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.