არ გამოვრიცხავ, რუსული ნარატივის პედალირებისთვის "ოცნებამ" საგამოძიებო კომისია შექმნას - ბოკუჩავა "ხალხის ძალის" განცხადებაზე

27.12.23 15:30
არ გამოვრიცხავ, რუსული ნარატივის პედალირებისთვის "ოცნებამ" საგამოძიებო კომისია შექმნას - ბოკუჩავა "ხალხის ძალის" განცხადებაზე

რუსული პროპაგანდა ოპოზიციის წინააღმდეგ - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა "ოცნების" მიერ განხორციელებულ გაშავების კაპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი რეზოლუციის შინაარს, რომელიც უწყებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიიღო.

ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარების მიზნით, მთავრობამ საგამოძიებო კომისია შექმნას.

ამ რუსულ პროპაგანდას ვისმენთ ჩვენ 11 წლის მანძილზე, მათ შორის, ამ ე.წ. რეზოლუციას, რომელზეც აპელირებენ და მისი შინაარსიც არ იციან. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ რუსული ნარატივის პედალირებისთვის "ოცნების" სატელიტების მიერ დაყენებული თემების ირგვლივ რუსულმა "ოცნებამ" შექმნას საგამოძიებო კომისია. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ისინი მოქმედებენ რუსული სქემით", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით საგანგებო განცხადება დილით "ქართული ოცნების" დანაყოფმა, "ხალხის ძალამ" გაავრცელა. რადიკალური დაჯგუფება ომის გამოძიებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დასჯას და მათი ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვს. "ხალხის ძალის" მოთხოვნას და რუსულ პროპაგანდას, რა თქმა უნდა, "ოცნებაც" იზიარებს.