რუსული პროპაგანდა - "ოცნების" განაყოფმა აგვისტოს ომზე ოპოზიციის გაშავების კამპანია დაიწყო
"ქართული ოცნება" იგივე წრეზე წავიდა - გადამწყვეტი არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ "ნაციონალური მოძრაობის" გაშავების კამპანია ისევ ძველი მეთოდებითა და აგვისტოს ომის გახსენებით დაიწყო.
ყველა საერთაშორისო სასამართლომ უკვე არაერთხელ პირდაპირ თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეებს კვლავ "ნაცმოძრაობაში" ეძებს.
ჩვენ ეტაპობრივად განვავრცობთ დეტალებს, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს შემდგომში. ის, რითაც დავასრულე არის, რომ საქართველოს კონსტიტუციითაც უნდა მოხდეს ამ ძალის გასამართლება. ეს ახლა შესაძლებელია საგამოძიებო კომისიის შექმნით პარლამენტში, ასევე სასამართლო მართლმსაჯულების კუთხით წასვლა და ა.შ.. ამას ეტაპობრივად მივაწვდით ჩვენს მოქალაქეებს. არ შეიძლება იმის დავიწყება ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ყოფნა პოლიტიკაში იმ დანაშაულების მიხედვით, რა დანაშაულებიც ჩაიდინა. ჰქონდა, თუ არა ჩადენილი ქართველ მეომრებს სამხედრო დანაშაული, ამას იხილავდა ჰააგა და ამაში ჩვენ ვიბრძოდით, რომ არ ჰქონდათ ჩვენ მეომრებს ჩადენილი, ჩვენი მეომრები იბრძოდნენ. საომარ მოქმედებებზე ხელის მომწერი არიან თქვენი პატრონები. სასამართლო პროცესი როცა მოხდება, ამ ყველაფერზე საუბარი ხომ იქნება, ეს კითხვები ხომ იარსებებს და მოუწევთ პასუხის გაცემა", - აღნიშნა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.