ჯარისკაცის მკვლელობა თბილისში - რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

27.12.23 15:36
ჯარისკაცის მკვლელობა თბილისში - რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს "პირველების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გვიან ღამით, ისანში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ლაშა გუჯეჯიანი სამხედრო მოსამსახურე იყო.

უწყება არაფერს ამბობს მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირზე, რომელიც გავრცელებული ინფრომაციით, ასევე სამხედროა. 

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო"- წერია განცხადებაში.