ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის

27.12.23 15:59
ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის

ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის - მამუკა ხაზარაძის ოჯახის ინიციატივით კულტურის გადასარჩენად ფონდი ჩამოყალიბდა. მიზანი კულტურული საქველმოქმედო ფონდების დაფინანსება და კულტურის სფეროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

ფონდს ეყოლება ბორდიც, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნებათმცოდნეები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

დონორი იქნება ჩვენი ოჯახი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები იქნებიან დამოუკიდებელი ადამიანები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. ეს არის ყველაზე სწორი ფორმა, როცა გამოირიცხება ასე ვთქვათ, არაგამჭირვალობა, გამოირიცხება სუბიექტური გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პროფესიონალების მიერ სხვადასხვა დარგში და თანხები მოხმარდება იმ პროექტების დაფინანსებას, რომელიც ემსახურება თავისუფალი კულტურის და ხელოვნების განვითარებას", - აღნიშნა ხაზარაძემ.