ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას - კალაძე
ბიძინა ივანიშვილს აქ ბიზნესი არ ჰქონია, საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული - ასე ეხმაურება თბილისის მერი კალაძე ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ბიძნა ივანიშვილის ქონება ამ წლის განმავლობაში 855 მილიონით არის გაზრდილი.
კალაძე ნატრულობს, რომ რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს საქართველოს.
არასდროს არ ჰქონია საქართველოში ბიზნესი, საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი საქველმოქმედო პროექტები იყოს განხორცეიელებული", - აცხადებს კახა კალაძე.