ვინმესთან პასუხისმგებელია თავისი ქონების გამო? - ყაველაშვილი ივანიშვილის გაზრდილ მილიონებზე

27.12.23 17:12
ვინმესთან პასუხისმგებელია თავისი ქონების გამო? - ყაველაშვილი ივანიშვილის გაზრდილ მილიონებზე

ვინმესთან პასუხისმგებელია თავისი ქონების გამო? - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილის გაზრდილ მილიონებს.

ყაველაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს 3 მილიარდამდე ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და ამ ქველმოქმედებით ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს

ივანიშვილის ქონებაზეც დაიწყეთ ახლა, ვის რას დაუტოვებს? საჯარო განცხადება რომ იყო, რა არის მერე, ვინმესთან პასუხისმგებელია თავისი ქონების? ანუ ვინმეს შეპირდა? ის, რომ 3 მილიარდამდე ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, თქვენც სარგებლობთ და ძალიან სასიამოვნოა ყველა საქართველოს მოქალაქისთვის მისი ქველმოქმედებით ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, ეს ყველასთვის ცნობილია", - ამბობს ყაველაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი 2024 წელს 855 მილიონით გამდიდრებული ხვდება.  მისი ქონება ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ექვსი მილარდ 550 მილიონს შეადგენს. ბლუმბერგის მონაცემებით, ოლიგარქი მისი ქონების 20 პროცენტს ანუ მილიარდ 300 მილიონს ქეშად, ანუ ნაღდი ფულის სახით ინახავს. დანარჩენი კი სხვადასხვა გლობალურ აქციებშია განთავსებული.