ქონება, რომელიც, ივანიშვილმა, თითქოს ქველმოქმედებისთვის ფონდს გადასცა, მისი ქონების გაზრდისთვის გამოიყენება - აბესაძე

27.12.23 17:24
ქონება, რომელიც, ივანიშვილმა, თითქოს ქველმოქმედებისთვის ფონდს გადასცა, მისი ქონების გაზრდისთვის გამოიყენება - აბესაძე

ადამიანები, რომლებიც წლებია ბიძინა ივანიშვილის ქონებას აკვირდებიან და სწავლობენ, ამბობენ, რომ რეალურად ფორმალურად უფორმებს ბიძინა ივანიშვილი და ჩუქნის საქველმოქმედო ფონდს ქონების დიდ ნაწილს, სინამდვილეში კი ამას პირადი მიზნებისთვის და გასამდიდრებლად იყენებს.

ჰოლანდიურ ცემენტ-ინვესტ 300 მილიონიან დოლარიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბანკში ივანიშვილმა და ირაკლი რუხაძემ უზრუნველყოფის სახით ჩაუდეს საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემული ქონება, ცეკავშირის შენობა თავისუფლების მოედანზე, პანორამა თბილისი ობიექტი და შეკვეთილის ბლექ-სი პარაგრაფი. ანუ, ქონება, რომელიც, თითქოს თავის დროზე გადასცა ქველმოქმედებისთვის ფონდს და გადასცა ქართულ საზოგადოებას, კვლავ გამოიყენება მისი ქონების გაზრდისთვის და რამდენიმე მილიონი ასეული ლარი მხოლოდ ამ ტრანზაქციით გაიზრდებოდა ივანიშვილის ქონება", - აცხადებს აბესაძე.

ბიძინა ივანიშვილი 2024 წელს 855 მილიონით გამდიდრებული ხვდება.  მისი ქონება ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ექვსი მილარდ 550 მილიონს შეადგენს. ბლუმბერგის მონაცემებით, ოლიგარქი მისი ქონების 20 პროცენტს ანუ მილიარდ 300 მილიონს ქეშად, ანუ ნაღდი ფულის სახით ინახავს. დანარჩენი კი სხვადასხვა გლობალურ აქციებშია განთავსებული.