რუსული პროდუქტები შსს-ში - აბესაძე საფრთხეებზე საუბრობს
რატომ ყიდულობს მთავრობა რუსული კომპანიისგან პროდუქტებს - შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან. გომელაურის უწყებამ 4-მილიონიანი ტენდერი პოლიციელების, მაშველების და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების თანამშრომლების კვებისთვის ოკუპანტ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას უკვე გაუფორმა.
არადა იგივე ფასად ანალოგიური პროდუქტის შეძენა სხვა ქვეყნებშიც იყო შესაძლებელი, თუმცა არჩევანი ხელისუფლებამ ისევ რუსეთზე გააკეთა.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტი არასანდოა და ის ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს დღეს საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის, მისი უსაფრთხოების სისტემების ჩამოშლის, ეს არის რუსეთი და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს პოლიციისთვის რუსეთიდან ყიდულობს სხვადასხვა გაურკვეველი წარმოშობის კონსერვებს, რომლის ფაქტობრივად, ხარისხის შემოწმება არის შეუძლებელი. ის დაკონსერვებულია და შეიძლება, ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. სისტემა გვაჩვენებს, როგორ არაფერში ადარდებს ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოება, როგორ კოლაბორანტობს რუსეთთან და საკუთარი წვრილი თუ მსხვილი კორუფციული მადის დაკმაყოფილებისთვის, როგორ არ ამბობს უარს უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველ მოქმედებებზე", - ამბობს ირაკლი აბესაძე.