რუსეთიდან იმპორტის აკრძალვა სხვა არაფერია, თუ არა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ - სარჯველაძე

27.12.23 18:03
რუსეთიდან იმპორტის აკრძალვა სხვა არაფერია, თუ არა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ - სარჯველაძე

"ოცნება" რუსული პროდუქციის ყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს - მიხეილ სარჯველაძის თქმით, რუსეთთან იმპორტის აკრძალვა, ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციის დაწესებას ნიშნავს, რაც მისთვის არამართებულია.

სარჯველაძე ამბობს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებიც კი აქვთ სავაჭრო უერთიერთობა რუსეთთან.

თუკი საქართველო, თავის კანონმდებლობით დააწესებს, თქვენ როგორც გნებავთ ეს გააკეთოთ და ამის ინიცირებას და ამის პრომოუტირებას ახდენთ, რომ აკრძალავს რუსეთიდან იმპორტს, ეს თავისი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს მართებული გადაწყვეტილება. ამას არ აკეთებს არცერთი ევროკავშირის სახელმწიფო, რადგან კარგად ხვდებიან, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასაც სჭირდება გაფრთხილება. როგორც საფრთხე არ არსებობს იმ ვაჭრობასთან მიმართებით, რომელიც აქვს მაგალითად ბალტიისპირულ სახელმწიფოებს რუსეთის ფედერაციასთან, ანალოგიურია, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართებით. ნურავინ ეცდება, რა თქმა უნდა, რომ საქართველო ჩააგდოს უმძიმეს მდგომარეობაში საკუთარი სპეკულაციური ინტერპრეტაციებით, ვიღაცამ ნებსით, ვიღაცამ უნებლიეთ", - აღნიშნა სარჯველაძემ.

რატომ ყიდულობს მთავრობა რუსული კომპანიისგან პროდუქტებს - შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტების გაკეთებას საჭიროდ არ თვლიან. გომელაურის უწყებამ 4-მილიონიანი ტენდერი პოლიციელების, მაშველების და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების თანამშრომლების კვებისთვის ოკუპანტ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას უკვე გაუფორმა.