,,ენმ"-ს წევრებმა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს (ვიდეო)

22.06.21 15:23
,,ენმ"-ს წევრებმა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს (ვიდეო)

ხმაურია დილიდან პარლამენტში. საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე და სხვადასხვა საკითხის გამო დაუპირისპირდნენ.

 ,,ენმ"-ს წევრებმა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გააკრეს.

შეეგუეთ იმას, რომ საქართველოში საზღვარზე შემოუშვით ოკუპანტი, რომელიც აქ რუსულ ენაზე მოგმართავდათ და ამაზე საერთოდ არანაირი პროტესტი არ გამოგიხატავთ. 20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენდა თქვენი მმართველობის სიმბოლოს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს პოზიცია, როგორიც არ უნდა ყოფილიყო სოციალური პოლიტიკა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც თვალები დასთხარეს", - მიმართა დეკანოიძემ "ქართულ ოცნებას.