გამარჯვების პლატფორმა ქარელში - ხაბეიშვილ-ვაშაძის რეგიონული ტურნე შემაჯამებელი შეხვედრით შიდა ქართლში დასრულდა
გამარჯვების პლტაფორმა ქარელში. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების რეგიონული ტურნე შემაჯამებელი შეხვედრით შიდა ქართლში დასრულდა. რას აპირებს ხაბეიშვილ-ვაშაძის კოალიცია წინასაარჩევნოდ და როგორ გეგმავს ივანიშვილის მმართველობის დასრულებას? ეს არის მთავარი საკითხები, რის შესახებაც ლიდერები ინფორმაციას ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობენ. ამ მიზნით თითქმის ყველა რეგიონში შეხვედრა უკვე შედგა, ხვალ ლიდერები კახეთში ჩავლენ.
„დღეს მოვიარეთ შიდა ქართლი და ვასრულებთ ქარელში ქარელის და გორის ორგანიზაციასთან შეხვედრას.ფანტასტიკური განწყობა აქვს ამ ადამიანებს.ჯერ ერთი, რომ უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის და საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ეს ხალხი დაწინაურდა 1-0 , რომელი გამარჯვებაც 2024 წელს გვაქვს ბოლომდე მისაყვანი . ამიტომ პირველ რიგში ამ ადამიანებთან შეხვედრის დროს მადლიერებას გამოვხატავ იმიტომ,რომ ამ ხალხმა იბრძოლა,ამ ხალხმა არ დაუთმო “რუსულ ოცნებას” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ხალხმა წააღებინა “რუსული კანონი” უკან , ამ ხალხმა აჩვენა მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვარ, პირდაპირ უნდა ვთქვა, ამ ადამიანების მოტივაციით, ამ ადამიანების ბრძოლის უნარიანობით და იმით, რომ მზად არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვონ მთავარი გამარჯვება რუსულ პარტიაზე, რომელსაც აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა