ოკუპაციიდან ანექსიამდე - ბიჭვინთის აგარაკები კრემლის ხელშია

27.12.23 20:34
ოკუპაციიდან ანექსიამდე - ბიჭვინთის აგარაკები კრემლის ხელშია

 

 

ოკუპაციიდან ანექსიამდე - ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ პუტინმა მიზანს მაინც მიაღწია. ბიჭვინთის ცნობილი აგარაკები კრემლის ხელშია და ამ გადაწყვეტილების მისაღებად მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. სხდომა ოკუპირებულ სოხუმში დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, გამთენიას ჩაატარეს და პუტინს დიდი საჩუქარი ოფიციალურად გადაუფორმეს. დე ფაქტო დეპუტატები ე.წ. პარლამენტის წინ ხალხის დიდმა პროტესტმაც კი ვერ შეაჩერა.

დუმს საქართველოს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი კრემლის მიერ აფხაზეთის ანექსიას ამ დრომდე არ იმჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლა, სადაც დარჩიაშვილმა თქვა, რომ  ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, თუმცა რას დაუპირისპირებს საქართველოს მთავრობა ამ  გადაწყვეტილებას, განცხადებაში ამის შესახებ ნათქვამი არაფერია. ერთადერთი ვინც, მცოცავი ანექსიის გამო რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, საქართველოს პრეზიდენტია.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.