ოკუპანტი ქვეყნისგან ნაყიდი პროდუქტები - მომავალ წელს პოლიციელები რუსული თევზის და ძეხვის კონსერვებით გამოიკვებებიან

27.12.23 20:28
ოკუპანტი ქვეყნისგან ნაყიდი პროდუქტები - მომავალ წელს პოლიციელები რუსული თევზის და ძეხვის კონსერვებით გამოიკვებებიან

 

 

თევზის კონსერვი, ძეხვის კონსერვი, ზეთი და ბურღულეული. ქართველი პოლიციელებისთვის განკუთვნილ საკვებს საერთო წარწერა ექნება - წარმოებულია რუსეთში. შს სამინისტრო 4 მილიონს უხდის კომპანიას, რომელიც მომავალ წელს სამართალდამცველებს და მაშველებს რუსული პროდუქციით მოამარაგებს. რატომ ვყიდულობთ საკვებს ოკუპანტი ქვეყნისგან, როდესაც სხვა ალტერნატივა არსებობს. 

"პირველებს" ამ კითხვაზე გომელაურის უწყებიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. "ქართულ ოცნებაში" კი სტანდარტული პასუხი აქვთ - რუსეთთან ევროკავშირიც ვაჭრობს. სატენდერო დოკუმენტაცია აჭრელებულია რუსული სერტიფიკატებით. თუმცა რამდენად უსაფრთხოა ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებით ქართველი სამართალდამცველების და სპეცსამსახურების გამოკვება, ეს კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა ძალოვან უწყებასთან.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.