ბრძოლის ახალი ტალღა ძველი მეთოდებით - "ოცნების" რადიკალური ფრთა ენმ-ის გასამართლებას ითხოვს
ბრძოლის ახალი ტალღა ძველი მეთოდებით - "ოცნების" რადიკალური ფრთა "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს. ვინ დაიწყო აგვისტოს ომი? მაშინ, როდესაც ჰააგამ რუსეთის ბრალეულობა დაადგინა, "ოცნება" დამნაშავეებს მაინც ქვეყნის შიგნით ეძებს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული საქმე განცხადებების რეჟიმიდან სამართლებრივ დავამდე მივიდეს. "ხალხის ძალა" ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ციხით ემუქრება.
ვინ დგას "ხალხის ძალის" ახალი პროპაგანდის უკან, რთული გამოსაცნობი არ არის. რადიკალური ჯგუფის წევრების განცხადებებს ერთი-ერთში იმეორებენ "ოცნების" ლიდერებიც, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ეს თემა დახურული არასდროს არ არის და როცა "ოცნებას" ყველაზე მეტად უჭირს თაროდან მაშინ ჩამოაქვს. პოლიტიკური ბრალდებების ადრესატებმა მმართველი პარტიის რუსული გეგმის ნაწილი მარტივად გაშიფრეს და "ოცნებას" უპასუხეს, რომ პუტინის მეთოდებით ამ არჩევნების მოგებას უშედეგოდ ცდილობენ.
ვრცლად ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.