ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო - პაპუაშვილი

27.12.23 20:33
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო - პაპუაშვილი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს  კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია.

,,საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.