როგორც კი "ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება, "ლელო" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა 3-დან 6 თვეში EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს - ჯაფარიძე

27.12.23 21:18
როგორც კი "ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება, "ლელო" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა 3-დან 6 თვეში EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს - ჯაფარიძე

როგორც კი "ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება, "ლელო" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა 3-დან 6 თვეში EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს - ამის შესახებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარემ ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, როდესაც ქვეყანას პროევროპული ძალა ჩაუდგება სათავეში, ქვეყანა გახდება ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი.

საზოგადოება არის მზად ცვლილებისთის, სურს ცვლილელები, სურს არ გაგრძელდეს ასეთი რეგრესი ქვეყნის. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენი მკაფიო გეგმა ხალხს.

"ლელოს" განზრახული აქვს, როგორც კი "ოცნების" ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანას სათავეში პროევროპული ძალა ჩაუდგება, "ლელო" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა 3-დან 6 თვეში მაქსიმუმ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს და ქვეყანა გახდება ევროკავშირის გაფართოების პირველივე ტალღის ნაწილი. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს საკმაოდ რეალისტურია. შარლ მიშელმა განაცხადა, როდის აპირებს ევროკავშირი გაფართოებსი ტალღა განახორციელოს და ჩვენ უცილობლად გავხდებით ამ გაფართოებსი ნაწილი, თუკი ოცნება წარმატებით წჩამოშორდება ხელისუფლებას და გვეყოლება პროევროპული მმართველობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.