განიხილავს თუ არა "ლელო" ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

27.12.23 21:34
განიხილავს თუ არა "ლელო" ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას - რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

განიხილავს თუ არა "ლელო" ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობას - "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე ბადრი ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" ამბობს, რომ ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარეს და მის მეგობრებს ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი აქვთ, საუბარია პარტიის შექმნაზე და ამის შემდეგ მათთან თანამშრომლობა აუცილებლად განიხილება.

ნიკა მელაისთან მე პირადად მეგობრობა მაკავშირებს და თანამშრომლობაც. შესაბამისად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას. ახლა ნიკა მელიას და მის მეგობრებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ისინი ქმნიან პარტიას, დაველოდებით, როგორ განვითარდება ეს პროცესი, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ მათ მოვიაზრებთ პოლიტიკურ პარტნიორებად, რადგან ბევრი რამ საერთო გავქვს. ხედვებში ძალიან ბევრი თანხვედრა გაგვაჩნია და მგონი ძალიან კარგად ვითანამშრომლებთ არჩევნებში",  - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობა დააანონსა გადაცემა "რეაქციაში" „ლელოს“ თავმჯდომარემაც. ხაზარაძის თქმით, მელიასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა, „რეაქციაში“ არ აკონკრეტებს, რა ფორმით ექნებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ კომუნიკაცია.