ვგმობთ მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს - სახდეპი ბიჭვინთაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გმობს და ფაქტს უკანონოს უწოდებს.
დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები", - თქვა მილერმა ჟურნალისტებთან გამართულ სატელეფონო პრესკონფერენციაზე.