პროვოკაციას არ დავუშვებთ - ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გახელაძის აქციაზე

22.06.21 16:07
პროვოკაციას არ დავუშვებთ - ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გახელაძის აქციაზე

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ  ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია პროვოკაციაა და ისინი ამას  არ დაუშვებენ, კანონმდებლობის შესაბამისად აღკვეთენ. 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია ხვალ, ცხინვალის ტერიტორიაზე, დააანონსეს. 

როგორც გახელაძის დედამ განაცხადა, 23 ივნისს მისი შვილსი დაბადების დღეა და ოჯახი აპირებს, ცხინვალის ტერიტორიაზე გადავიდეს და აქცია იმ ციხის სიახლოვეს მოაწყოს, სადაც ზაზა უკვე 11 თვეა, რაც იმყოფება.

ზაზა გახელაძის მამას დღეს საქართველოს პრემიერი  შეხვდა. მიხეილ გახელაძის თქმით, მან ირაკლი ღარიბაშვილისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. 

ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყება და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები