რუმინეთი არ აღიარებს რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას - რუმინეთის ელჩი საქართველოში
რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას გმობს.
ელჩის თქმით, რუმინეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის", - წერს დიპლომატი.