ამხელს საკუთარ თავს - ღუდუშაურის თქმით, გახარიას მოქმედებები "სრულ თანხვედრაშია" ,,ენმ"-სთან
,,ქართული ოცნების" დეპუტატი ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ - ალუდა ღუდუშაურის თქმით, გახარიას მოქმედებები და განცხადებები სრულ თანხვედრაშია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან".
დღემდე რა მოქმედებებსაც ვხედავთ და რა განცხადებებიც გვესმის მისი მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად სრულ თანხვედრაშია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან". გამოდის, რომ მისი მიზანი ყოფილა, როგორმე არჩევნებში ,,ქართული ოცნება" და მისი მხარდაჭერა დააახლოვოს 43%-თან.
ძალიან ცუდი დასანახია, როდესაც შენი გუნდის ყოფილი წევრი გამოდის და საუბრობს ყველაფერზე, მაგრამ, არაფერზე. ეს არის ჭორაობა და პირდაპირ, ,,ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყლის დასხმა. ეს არ არის ტრაგედია. ტრაგედია უბრალოდ ის არის, რომ როდესაც გამოდიხარ და თითქოს ამხელ გუნდს, სინამდვილეში ამხელ საკუთარ თავს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.