იოსელიანი იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვდეს, "ოცნების" მესიჯებს ახმოვანებს - ფავლენიშვილი

28.12.23 12:06
იოსელიანი იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვდეს, "ოცნების" მესიჯებს ახმოვანებს - ფავლენიშვილი

იოსელიანი იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვდეს, "ოცნების" მესიჯებს ახმოვანებს - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის ქვეშაა.

მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ყველა უფლება არის შელახული. ის არის არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. ამიტომაც, არცერთი გადაწყვეტილება, ამ მხრივ სააკაშვილის წინააღმდეგ "ოცნების" მიღებული, არ გაუკვირდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბატონი იოსელიანი, როგორც სახალხო დამცველი, საუბრობდეს არაკონსილიუმზე, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე, არამედ უნდა საუბრობდეს მის უკანონო პატიმრობაზე. იმაზე, რომ მას ყველა პატიმრის უფლება აქვს წართმეული და უნდა ითხოვდეს მის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას. თუმცა, ნუ გასაგებია, ლევან იოსელიანი, სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში აღმოჩნდა, რომ "ოცნების" მესიჯებს ახმოვანებს", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსებისთვის "ვივა მედის" კარი იანვარში გაიღება. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.  სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? ვივა მედის პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.