ევროკავშირი ეს არის ემიგრანტების დაბრუნება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ქალაქების და რაიონების განვითარება, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება საქართველოში - ვაშაძე

28.12.23 13:01
ევროკავშირი ეს არის ემიგრანტების დაბრუნება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ქალაქების და რაიონების განვითარება, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება საქართველოში - ვაშაძე

“გამარჯვების კოალიციის” - “ნაციონალური მოძრაობის” და სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებენ.

 დღეს “გამარჯვების კოალიციის” ლიდერები მოსახლეობას კახეთში ხვდებიან. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე აცხადებს, მომავალ წელს ხალხი გაიმარჯვებს, რის შემდეგაც დაიწყება რეფორმების სწრაფი გახორციელება. 

გიორგი ვაშაძის თქმით 2025 წლის დეკემბერში, გამარჯვების შემდეგ ისინი ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ:


     “გრძელდება ჩვენი რეგიონალური ტურნე, დღეს კახეთში ვართ. ვულოცავთ ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 

ამოცანა ნომერი ერთი; ხალხის გამარჯვება არჩევნებში, სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება. 

 მე ვხედავ, რომ ხალხის გამარჯვებასთან ერთად მომავალ წელს 15 დეკემბერს ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის პირობას გაძლევთ ყველას. ამისთვის აუცილებელია ერთიანობა, ერთად დგომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ევროკავშირი ეს არის ემიგრანტების დაბრუნება, ევროკავშირი ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ევროკავშირი ეს არის ქალაქების და რაიონების განვითარება, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება საქართველოში და ამ სიკეთეებს მოვიტანთ ყველანი ერთად” - გიორგი ვაშაძე