ვემზადებით გამარჯვებისთვის - ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

28.12.23 13:07
ვემზადებით გამარჯვებისთვის - ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. პარტიის თავმჯდომარე დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს დედოფლისწყაროში და თელავში. 

ლევან ხაბეიშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიის წევრებს. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა. 

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის გაძლიერებაზე, თითოეული ადამიანის სოციალურ  პრობლემებზე. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი ემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად გასამარჯვებლად.