საკრებულოს სხდომაზე ,,ენმ"-ის ფრაქციის თავმჯდომარეს წითელი საღებაში შეასხეს (ვიდეო)

22.06.21 17:05
საკრებულოს სხდომაზე ,,ენმ"-ის ფრაქციის თავმჯდომარეს წითელი საღებაში შეასხეს (ვიდეო)

დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - ,,ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბასილაიას, წითელი საღებავი შეასხეს. 

სხდომაზე ტრაგიკულად დაღუპული ოპოზიციური პარტიის წევრის, ირაკლი გაწერელიას, მეუღლე, ფატი შენგელია, მივიდა, რომელიც საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის" შესვლას აპროტესტებს. 

მისი თქმით, პარტიამ მხარდამჭერების ღირებულებებს უღალატა, როდესაც "ქართულ ოცნებასთან" ერთად საკრებულოს ერთ შენობაში მუშაობას დათანხმდა. 

ირაკლი გაწერელია ავტოკატასტროფაში მაშინ მოჰყვა, როცა ის მხარდამჭერებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. 

გაწერელიას მეუღლის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა შესულიყო და არ უნდა ეთანამშრომლა ,,ქართულ ოცნებასთან".