"ხალხის ძალა" კვლავ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს - მაჭარაშვილი ექიმებისგან ახნა-განმარტებებს ითხოვს

28.12.23 13:39
"ხალხის ძალა" კვლავ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს - მაჭარაშვილი ექიმებისგან ახნა-განმარტებებს ითხოვს

უმრავლესობა ექიმებისგან ახნა განმარტებებს ითხოვს. "ხალხის ძალის" ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგადაა და ის ციხეში უნდა დაბრუნდეს. რადიკალურად განწყობილი დეპუტატები, ფაქტობრივად მიანიშნებენ, რომ ექიმებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ რომ "ვივა მედის" პაციენტი პატიმრის მდგომარეობა მძიმე იყო. 

ვიზუალურად, ჩვენ ვთვლით, რომ ის უკვე აღარ ექვემდებარება საჭიროებას, რომ იყოს სამკურნალო დაწესებულებაში. როგორ გადარჩა მაშინ? გიმტკიცებით, რომ საქართველოს ჰაერი არ ჰყოფნიდა და ევროპის ჰაერი უნდოდა, თუ რა უნდოდა, იმიტომ, რომ ვერცერთი დასკვნა ვერ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ აქ რამე არ იკურნებოდა. ამას ვერ მეუბნებოდით, მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ კვდებაო აქ, აქ ვერ გადარჩებაო და ახლა მე მაქვს კითხვა - როგორ გადარჩა? ეხლა გვითხრან იმ ექიმებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოში ვერ გადარჩებოდა სააკაშვილი, როგორ გადარჩა, ახლა აგვიხსნან", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსებისთვის "ვივა მედის" კარი იანვარში გაიღება. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.  სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? ვივა მედის პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.