სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება კი არა მყისიერად გათავისუფლება სჭირდება - ბარამიძე
სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება კი არა მყისიერად გათავისუფლება სჭირდება - ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სახალხო დამცველის კონსილიუმის მესამე პრეზიდენტთან შესვლას.
ბარამიძის თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია, ეს არის ქართული საზოგადოების სირცხვილი.
მიხეილ სააკაშვილს ომბუდსმენდის მონახულება და კონსილიუმის შესვლა კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. მისი პატიმრობა არის მთელი ქართული საზოგადოების სირცხვილი, უკანონობა და პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში, მყისიერად გათავისუფლება და ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილს", - ამბობს ბარამიძე.
მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსებისთვის "ვივა მედის" კარი იანვარში გაიღება. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ საკნად ქცეული პალატის, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? ვივა მედის პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.