აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი - საფრანგეთის ელჩი

28.12.23 14:13
აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მისი თქმით, საფრანგეთი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს მიმართ.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.