აფხაზეთში არსებული არეულობა გარედან არის წაქეზებული - კარასინი

28.12.23 14:34
აფხაზეთში არსებული არეულობა გარედან არის წაქეზებული - კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინიმ გამოცემა "რია ნივოსტისთან" ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკიპირებულ აფხაზეთში არსებული პროტესტი "გარედან არის წაქეზებული".

მისი თქმით, საზღვრებს გარეთ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც აფხაზეთში არეულობის გამოწვევით არის დაინტერესებული.

ეს ძველი, სტალინისდროინდელი სახელმწიფო აგარაკია. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მათ სჭირდებათ. ყველაფერი სხვა ე.წ. მეგობრების მიერ მოწყობილი არეულობაა, ახლომახლო არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ამით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.