გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები და ნაგვის ურნები - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

28.12.23 14:43
გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები და ნაგვის ურნები - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

მოგლეჯილია ხეები, სახლები  სახურავების გარეშე დარჩა - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.  ჟვანიას მოედანზე ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა. 

ქარმა დააზიანა საახალწლო დეკორაციებიც. ვარკეთილსა და დიდ დიღომში სანაგვე ურნები წაიღო. აღმაშენებლის ქუჩაზე ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა, რის გამოც საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით იყო შეფერხებული.სინოპტიკოსების პროგნოზით ქარის სიჩქარე წამში 25 მეტრს მიაღწევს. 

აბონენტების ნაწილს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.