კალაძე ვერ ეუბნება უარს ოლიგარქს, რადგან მისი თანამდებობაზე ყოფნის მთავარი წყარო ივანიშვილია - ბუაძე ცათამბჯენების პროექტზე
"კალაძე ვერ ეუბნება უარს ოლიგარქს, რადგან მისი თანამდებობაზე ყოფნის მთავარი წყარო ივანიშვილია", - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს 52-სართულიანი ცათამბჯენის აშენების პროექტს განიხილავენ.
საბა ბუაძე დედაქალაქის ცენტრში ე.წ. ჟირაფების აგებას დანაშაულს უწოდებს და ამბობს, რომ პრობლემური პროექტი საფრთხეს შეუქმნის არაერთი ადამიანის სიცოცხლეს.
ამ დანაშაულის ჩადენა არ შეიძლება, რადგან ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და პრობლემური პროექტი. ფაქტობრივად, უდიდესი რისკების უგულებელყოფით ხდება ამ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების გაცემა. ეს თითოეულ ჩვენგანს დაუჯდება უმძიმესი ფასი და ამ ფასს ჩვენ ვიხდით ამ ადმინისტრაციის კორუფციული ინტერესის გამო, რადგან კალაძე ვერ ეუბნება უარს ივანიშვილის, იმიტომ რომ კალაძის თანამდებობაზე ყოფნის მთავარი წყარო არის ივანიშვილი", - აღნიშნა ბუაძემ.