გადაწყვეტილება არის უკანონო, ანულირებული და ბათილი - საფრანგეთის ელჩი ბიჭვინთაზე
"გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი," - ამ განცხადებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით აკეთებს.
ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და ამბობს, რომ ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფახაზეთში ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით არის უკანონო.
ელჩის შეფასებით, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთში მიწის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი", - ამბობს საფრანგეთის ელჩი.