ყველა ასეთ ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოებში უნდა დავბომბოთ რუსეთი სარჩელებით - ხიდაშელი ბიჭვინთაზე

28.12.23 16:05
ყველა ასეთ ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოებში უნდა დავბომბოთ რუსეთი სარჩელებით - ხიდაშელი ბიჭვინთაზე

"ამოცანა უნდა იყოს, ყველა ასეთ ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოებში პირდაპირი მნიშვნელობით დავბომბოთ რუსეთი, სარჩელებით, საჩივრებით, იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც კონფლიქტის მოგვარების საკითხი დადგება, არცერთი საკითხი არ დარჩეს ღიად,“ - ამ განცხადებას თინა ხიდაშელი ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აკეთებს.

ხიდაშელის შეფასებით, საქართველო სარჩელებს უნდა ამზადებდეს საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისთვის, რათა დაფიქსირდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული თითოეული ქმედება.  

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი აკრიტიკებს პრემიერს იმის გამო, რომ ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და რუსეთის ქმედება არ დაუგმია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადება უნდა არსებობდეს ყველაზე უფრო მაღალი ტრიბუნიდან. მე ვფიქრობ, რომ პრემიერმინისტრს უნდა გაეკეთებინა განაცხადი, განაცხადი, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადებით უნდა მიემართა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, სადაც რუსეთი წევრია - იქნებოდა ეს გაერო, ეუთო თუ სხვა. მე რომ ვიყო დღეს ხელისუფლებაში, აუცილებლად დავაყენებდი საკითხს საერთაშორისო სამართალწარმოებების ინიცირების წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ასეთ ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოებში პირდაპირი მნიშვნელობით დავბომბოთ რუსეთი, სარჩელებით, საჩივრებით, იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც კონფლიქტის მოგვარების საკითხი დადგება, არცერთი საკითხი არ დარჩეს ღიად,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.