უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილის მკაცრი შეფასება, პარლამენტის რეზოლუციის ინიცირება - აქუბარდია ბიჭვინთაზე
"უნდა ყოფილიყო პრემიერ ღარიბაშვილის მკაცრი შეფასება, იმავდროულად პარლამენტის რეზოლუციის ინიცირება," - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აკეთებს.
დეპუტატი პრემიერს დუმილის და უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. როგორც აქუბარდია ამბობს, დიპლომატიური კორპუსისთვის დროულად უნდა ყოფილიყო მიწვდილი ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ბიჭვინთის აგარაკების ანექსიასთან დაკავშირებით.
უნდა ყოფილიყო დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაცია გაზიარებული და როდესაც თარიღი ცნობილი იყო ბიჭვინთის აგარაკების ფაქტობრივი ანექსიის, ამაზე წინასწარ უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია. უნდა ყოფილიყო საკმაოდ ადეკვატური და მკაცრი შეფასება და არა ის განცხადება, როდესაც მცოცავ ოკუპაციად მოიხსენიეს ფაქტობრივი ანექსია და შესაბამისად, ელჩები უნდა დაეყრდნონ საგარეოს განცხადებას. უნდა ყოფილიყო პრემიერ ღარიბაშვილის მკაცრი შეფასება, იმავდროულად პარლამენტის რეზოლუციის ინიცირება,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი 26-მა დაუჭირა.