ბიჭვინთასთან დაკავშირებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისფლებამ უკვე გაუშვა - წითლიძე

28.12.23 16:16
ბიჭვინთასთან დაკავშირებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისფლებამ უკვე გაუშვა - წითლიძე

ბიჭვინთის აგარაკების ანექსია - საქართველოს მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე.

როგორც წითლიძე ამბობს, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონეზე უნდა ეაქტიურა, რომ რუსეთს თავისი განზრახვა სისრულეში არ მოეყვანა.

ბიჭვინთასთან დაკავშირებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისფლებამ უკვე გაუშვა, რომ ეს პროცესი არ მისულიყო იქამდე, რომ არ გადასცემოდა რუსეთს. ამის პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა საერთაშორისო დონეზე ყველაფერი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოეხდინა,“ - განაცხადა ანი წითლიძე.

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.