რეზოლუცია ანექსიის დასაგმობად - "ოცნება" ინიციატივას "სიტუაციის ესკალაციად" აფასებს

28.12.23 16:22
რეზოლუცია ანექსიის დასაგმობად - "ოცნება" ინიციატივას "სიტუაციის ესკალაციად" აფასებს

ბიჭვინთის აგარაკების ანექსია რუსეთის მხრიდან - "ქართული ოცნებისთვის" საპარლამენტო რეზოლუცია მიუღებელია. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს, მმართველი პარტია მხარდაჭერას არ გეგმავს.

როგორც დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ეს რეზოლუცია საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი ვერ იქნება და დოკუმენტს ოპოზიცია სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენებს. 

პარლამენტში შეკრება და ამ საკითხზე პარლამენტის შიგნით რეზოლუციის მიღება, ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის აქტივიზაცია. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამას არც საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი არ მოჰყვება და არც რაიმე იურიდიული დატვირთვა არ ექნება. ამას ოპოზიცია გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს. არის ოკუპაცია და ოკუპაციის დროს მომხდარი ყველა სამართლებრივი აქტი არის ბათილად აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.