ჩვენი ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება დეოკუპაციის პროცესში არის მაქსიმუმზე - მაჭარაშვილი
"ჩვენი ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება დეოკუპაციის პროცესში არის მაქსიმუმზე", - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.
მაჭარაშვილი ბიჭვინთის აგარაკების ანექსიას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება დეოკუპაციისთვის ბევრ ნაბიჯს დგამს.
ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი პარტნიორების შეფასებები გახლავთ და ვინმემ უნდა გვითხრას, რომ ომის, სამხედრო კონფლიქტის გარდა, როგორ შეიძლება კიდევ გააქტიურება ჩვენს პარტნიორებთან ან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, როდესაც ნებისმიერ შემთხვევაზე, არა მხოლოდ ქმედებაზე, განცხადებებზეც კი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საპარლამენტო საგარეო პოლიტიკური ჯგუფი არის აქტიურ კავშირში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი 26-მა დაუჭირა.