ჩეხეთის ელჩი: რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

28.12.23 16:37
ჩეხეთის ელჩი: რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

"რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემაზე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს," - ასე ეხმაურება ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხზე. 

ჩეხები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და განაგრძობენ მხარდაჭერას მომავალშიც. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ბიჭვინთის მიწის რუსეთისთვის გადაცემა ეწინააღმდეგება ამას და ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა ანულირდეს და გაუქმდეს," - ამბობს ელჩი.