შანტაჟის ფორმა რუსეთის მხრიდან - გოცირიძე გაგლოევის განცხადებაზე

28.12.23 17:16
შანტაჟის ფორმა რუსეთის მხრიდან - გოცირიძე გაგლოევის განცხადებაზე

"თვითგამოცხადებული რეჟიმი წელიწადში ორჯერ აკეთებს მსგავს განცხადებას და მიმართავს ხოლმე რუსეთს, ბუნებრივია, რუსეთის შეგულიანებით და რუსეთის კარნახით", - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აკეთებს.

გოცირიძე გაგლოევის განცხადებას ეხმაურება, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი". 

როგორც ჩანს, რუსეთს კვლავ სჭირდება ამ მაფრთხობელის წინ წამოწევა და ეს არის საქართველოზე და  მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. არ შეგვისრულებთ ამას და ამას, არ მოიქცევით წესიერად, ახლა ავდგებით და მხარს დავუჭერთ იმ განცხადებებს, რომელსაც მეათეჯერ აკეთებენ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მაგრამ შანტაჟის ფორმაა რუსეთის მხრიდან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.