ეს არის შეხსენება საკითხის, რასაც ჰქვია ანექსიის განგრძობა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - აქუბარდია
"ვხედავთ ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეხსენება იმ საკითხის, რასაც ჰქვია ანექსიის განგრძობა უკვე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით," - ასე აფასებს დეპუტატი თეონა აქუბარდია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას.
საქმე ეხება გაგლოევის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი".
მარიონეტულ რეჟიმს ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთება უნდა, ეს სიახლე არ არის. მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის პროცესს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეხსენება იმ საკითხის, რასაც ჰქვია ანექსიის განგრძობა უკვე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით და ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ხელში - თუ დასჭირდება რუსეთს, ის ამას გააკეთებს,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.