"იმიტაციაა" - ჯაფარიძე ანაკლიის პორტში კვლევებისთვის 3 მილიონ ლარამდე თანხების გამოყოფაზე
ანაკლიის პროექტის განვითარების რეალური სურვილი თუ იმიტირებული პროცესი - ღრმაწყლოვან პორტში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის ემაზდებიან.
სამუშაოების ჩასატარებლად თითქმის 3 მილიონია გამოყოფილი, ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა, ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. იგივეს აკეთებდნენ 2022 წელსაც, მაგრამ უშედეგოდ.
ახლა კი სამ მილიონამდე ლარი ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან გადაეცემა, ანუ გამოდის, რომ ხალხს სამი მილიონით უფრო მეტი დაუჯდება საქმე, რომელიც უკვე წლებია წინ ვერ მიდის.
ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი არის იმიტაცია ხელისუფლების მხრიდან, რადგან მთავრობა ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე სამთავრობო გუნდი მუშაობს.
ეს არის იმიტაცია მორიგი ხელისუფლების მხრიდან, რომ ვითომ რაღაც სერიოზული განზრახვა აქვს ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს თანხა, რომელიც გაჟღერდა, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელო თანხა და ეს არის მოჩვენებითი აქტივობისთვის დახარჯული თანხა, იმიტომ, რომ ეს არის ბიუჯეტის თანხა და არასდროს არ უფრთხილდება ხელისუფლება ბიუჯეტის თანხას თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და აქაც მხოლოდ იმიტაციასთან გვაქვს საქმე დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ არცერთი სერიოზული ინვესტორი ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, ვგულისხმობ დასავლელ ინვესტორს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მოახდინოს იმიტირება, ვითომდა დაინტერესებულია ანაკლიის პროექტის განვითარებით,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.