ესტონეთის საგარეო: მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყება ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მოიხსენიებს.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა (გეკა) გელაძის მოულოდნელ გადადგომას პოლიტიკოსი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ „ჯაჭვურ პროცესს“ უკავშირებს.